Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის რექტორის № 55/01-01,  22.04.2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო   დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) “ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ: 


1. 2020-2021  სასწავლო  წლის   გაზაფხულის   სემესტრის   საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (42 315 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის; 
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;
3. სტუდენტთა აკადემიური შედეგების საფაკულტეტო რეიტინგული მონაცემები (ყველა  ჩაბარებულ  საგანში    მინიმუმ   81  ქულისა  და  მეტის  საშუალო არითმეტიკული) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით;
4. 2020-2021  სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსებული თანხის ზუსტი პროცენტი, დაფინანსებული სტუდენტების  რაოდენობისა და გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, განისაზღვროს  შემდეგი თანაფარდობით:

ა)  აკადემიური  შედეგებისა   (95–100   ქულა) და სამეცნიერო აქტივობების
გათვალისწინებით,    დაფინანსება     განხორციელდეს     სწავლის     სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 68.27 % -ით, კერძოდ 960 ლარის  ოდენობით;
ბ) აკადემიური შედეგებისა (90–94.9 ქულა) და    სამეცნიერო აქტივობების გათვალისწინებით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 58.67 % -ით, კერძოდ 825 ლარის ოდენობით;
გ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 95-100 ქულის შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 60.44 % -ით, კერძოდ 850 ლარის ოდენობით;
დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 90-დან 94.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 51.91  % -ით, კერძოდ 730 ლარის ოდენობით;
ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების  81-89.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 46.22 %- ით, კერძოდ 650 ლარის ოდენობით;
5. დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა    ფაკულტეტის დეკანის  N7/30; 14/05/2021 ბრძანებით დამტკიცებულმა კომისიამ;

6. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს;

7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის (მაგისტრატურა) სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

8.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.